მეექვსე კლასი




პროექტის სახელწოდება :  my age people interests – making a survey- studying the past simple tense  

 

პროექტის მთავარი იდეა (თემა) : მოსწავლები სწავლობენ კვლევის გაკეთებას რომლის დახმარებითაც იღრმავებენ ცოდნას წარსული დროის ფორმირებაში (The past simple tense )

 

პროექტის აქტუალობა :  აქტუალურია და საინტერესო განკუთვნილი ასაკისათვის -ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას - ახალი მასალის და არსებული ცოდნის სიღრმისეული წვდომისათვის.

 

პროექტის მიზნები : მოსწავლეები გაეცნობიან არაწესიერ და წესიერ ზმნებს წარსულ დროში, შეძლებენ წინადადებების შედგენას წარსული დროში მიცემული კონკრეტული ზმნებით,ასევე გააქტიურდება მათი უნარები-  შექმნიან ახალ პროდუქტს -ავლენ სინთეზის  დონეზე -არსებული ცოდნის და მიღებული ცოდნის გაერთიანებით- რაც განუვითარებთ მათ  ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას , ასევე თანამშრომლობით უნარებს,  მოხდება მათი ინტელექტის პრეზენტირება, როგორც ვიზუალური, ლინგვისტური და ინტრა-ინტერპერსონალური.....

 

მონაწილეთა ასაკი:  მეექვსე კლასი

 

ვადები /ხანგრძლივობა :    ხუთი გაკვეთილი  150 წუთი საკონტაქტო მაწავლებელთან 3 გაკვეთილი 2 გაკვეთილი პრეზენტაცია - ხოლო დამოუკიდებელი მუშაობისთვის მიმდინარე კვირა ნახევარი. მოსწავლეებისათვის ჯგუფის წევრებთან  და  მასწავლებლებთან ( ისტ-ის პედაგოგთან და მათემატიკის) საკონტაქტოდ შესაფერისი დროის შერჩევა მასწავლებლისაგან დამოუკიდებლად)

 

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას :   მოსწავლეები შეისწავლიან ზმნებს წარსულ დროში, გააკეთებენ კონკრეტულ მონაცემებზე ვიზუალურ მასალას, წარადგენენ პრეზენტაციას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები :  სამუშაო წიგნი, ქაღალდები ფერადი ფანქრები, ნასწავლი ზმნები სახელმძღვანელოდან...

პროექტის მსვლელობა ,ძირითადი  აქტივობები :

პირველი გაკვეთილი: ( 22.03)

 მოსწავლეები  იღრმავებენ ცოდნას წარსული დროის ზმნებისა და ფორმირებით  აქვთ ნასწავლი წარსული დრო თუმცა აისახება სირთულეები ზმნების ფორმირებაში- იმისათვის რომ გაიზარდოს მოტივაცია ზმნების დამახსოვრება/ დასწავლაში მათ ეძლევათ ზმნები რომელიც წერია ახლანდელ დროში- ეცნობიან წარსული დროის ზმნებს და ცდილობენ მათი გამოყენებით  შეადგინონ მარტივი წინადადებები, საჭროების შემთხვევაში ინდივიდუალურად იღებენ მასწავლებლის რეკომენდაციას.

 

            კითხულობენ სახელმძღვანელოდან ტექსტებს რომელიც ორიენტირებულია წარსული დროის გააზრებაზე.

საშინაო დავალება : მოსწავლეები სწავლობენ ჩაწერილ ზმნებსა  და იყიენებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში.

( სახელმძღვანელოს მეხუთე პარაგრაფიდან და მასწავლებლის მიერ დამატებით მიწოდებული სავარჯიშოები)

 

 

 

მეორე გაკვეთილი  24.03

·         მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობის გაცნობა; ( ნასწავლი მასალის ტრანსფერი კვლევის შექმნის სწავლება აღნიშნული საფეხურის გათვალისწინებით.. )

·         რეკომენდაციების მიცემა რა უნდა გაითვალისწინონ კვლევის დაწყებისას და განხორციელებისას

·         თანამშრომლობის გაცნობა და საჭიროების ჩვენება ისტ-ის საგანსა და მათემატიკას შორის;

დროის ლიმიტი პრეზენტაციისთვის მაქსიმუმ 2 წუთი

მასწავლებლის კომენტარი:
 მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია,ყველა მოსწავლე ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში, ვიზუალური რესურსების შექმნაში აღნიშნული აქტივობებით მოხდა მოსწავლეთა  ინდივიდუალური ინტელექტის განვითარება, ასევე განუვითარდათ ინტრა-ინტერ პერსონალური უნარები.  

 

მესამე გაკვეთილი : ( 26.03)
 მოსწავლეები წარმოადგენდნენ შესრულებულ ან ნახევრად შესრულებულ დავალებებს იღებდნენ განმავითარებელ შეფასებას -რაც ზრდიდა მათში მოტივაციას და იყვნენ მეტად თავისუფლები პრეზენტაციების დროს, აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ კონკრეტული თემის შესწავლას ემსახურებოდა , ასევე  მოხდა სხვადახვა უნარების დახვეწა , მეტყველების, გამოთქმის, ამ ასაკში ბევრ მოსწავლეს შიში აქვს არასწორედ წარმოთქმის რაიმე სიტყვისა თუ ფრაზის  ეტაპობრივად გადაილახა ეს პრობლემა- "ყველანი შეცდომებზე ვსწავლობთ "

მეოთხე გაკვეთილი: ( 29.03)

მოსწავლეთა ნაწილი წარმოადგენს პრეზენტაციას , სტიკერებზე დაწერილი გვარების ამორჩევით გამოდიან და ასრულებენ პრეზენტაციას, ასრულებენ ნამუშევრის ანალიზს

მეხუთე გაკვეთილი ( 30.03)

 

მოსწავლეთა მეორე ნაწილი წარმოადგენს პრეზენტაციას , სტიკერებზე დაწერილი გვარების ამორჩევით გამოდიან და ასრულებენ პრეზენტაციას, ასრულებენ ნამუშევრის ანალიზს.



კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმასთან :

 

პირველი უცხოური ენის (ინგლისური ენის) სტანდარტი (V-VI კლასები)

 

მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)

შედეგების ინდექსი

ოსწავლემ უნდა შეძლოს:

Iუცხ.დაწყ.(II).1.

სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.

Iუცხ.დაწყ.(II).2.

მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.

Iუცხ.დაწყ.(II).3.

საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით, ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება.

Iუცხ.დაწყ.(II).4.

ზეპირი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

 

მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)

შედეგების ინდექსი

ოსწავლემ უნდა შეძლოს:

Iუცხ.დაწყ.(II).5.

გაწაფულად კითხვა.

Iუცხ.დაწყ.(II).6.

სტანდარტით განსაზღვრული ტექსტების  წაკითხვა და გაგება.

Iუცხ.დაწყ.(II).7.

სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

Iუცხ.დაწყ.(II).8.

ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის ტექსტის დაწერა.

Iუცხ.დაწყ.(II).9.

წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება.

Iუცხ.დაწყ.(II).10.

წერითი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება. 

 

მიმართულება 3. ინტერკულტურა

შედეგების ინდექსი

ოსწავლემ უნდა შეძლოს:

Iუცხ.დაწყ.(II).11.

ნასწავლი სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარება, პარალელების გავლება უცხო და მშობლიური კულტურის ფენომენებს შორის.

I უცხ.დაწყ.(II).12.

 თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად  სხვადასხვა ტიპის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.

 

მიმართულება 4. სწავლის სწავლა

შედეგების ინდექსი

ოსწავლემ უნდა შეძლოს:

Iუცხ.დაწყ.(II).13.

სასწავლო საქმიანობის მართვა, სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილოება.

Iუცხ.დაწყ.(II).14.

სათანადო სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედია რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.

 

დავალება რომელიც მოსწავლეს მიეცა:

კომპლექსური დავალების ბარათი უცხოურ ენაში

 

საგანი:    ინგლისური ენა

ძირითადი რესურსი: სახელმძღვანელო

იუნიტი:  მეხუთე

კლასი: VI

თარიღი: 15.03- 26.03

სამიზნე ცნება/ცნებები:    ზეპირი მეტყველება

შედეგების/ინდექსი: ზეპირი კომუნიკაცია

ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები; ლექსიკა;

·         ქვეცნებები/საკითხები:          

·         საკომუნიკაციო სიტუაცია: ჩემი ასაკის მოსწავლეების  მიერ განხორციელებული ძირითადი აქტივობები

·         სასაუბრო თემა:“ რა გააკეთე?“

        მიზანი:,სასწავლო მიზნებით შედგენილი (დიდაქტიზებული) ტექსტი

 

მიკროფუნქციები : აღწერა,თხობა

 

 

 

 

საკვანძო შეკითხვა :

·         როგორ განვმარტავ კვლევას?

·         რომელ ნასწავლ ლექსიკას გამოვიყენებ კვლევის ჩასატარებლად ?

·         როგორ მოვამზადო პრეზენტაცია?

 

 

 

კომპლექსური დავალების პირობა :

·         მოამზადე პრეზენტაცია პოსტერის სახით ;

·         გამოიყენე “ The past simple tense”  პრეზენტაციის წარსდგენისას;

·         მოიფიქრე კითხვები რომელიც გაინტერესებს რომ დაუსვა თანაკლასელებს;

·         ასახე მათი პასუხები დიაგრამით, პროცენტულად და  სიტყვიერ მოხსენებაში

·         შეაჯამე პრეზენტაცია- რამდენი მოსწავლე გამოკითხე ,როგორ შეასრულე სამუშაო რა პერიოდში ....

 

 

 

პრაქტიკული რჩევები, რეკომენდაციბი მოსწავლეებისთვის:

დავალების შესრულებისას:

·         ჩამოწერე ნასწავლი ლექსიკა დავალების შესრულების მითითებების მიხედვით მოიძიე საჭიროების შემთხვევაში  დამატებითი ლექსიკა;

·         გააკონტროლე წინადადებების სისწორე  “ the past simple”-ში;

 

                                                                                                                                             

 

დავალების დასრულების შემდეგ ისაუბრეთ:

·         ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრე რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე; რას გააკეთებდით განსხვავებულად ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

    განმარტე რა არის კვლევის მიზანი?

    ჩამოაყალიბე კითხვები რომელიც გაინტერესებს რომ დაუსვა თანაკლასელებს;

    კითხე/ ჩაინიშნე პასუხები

    გაიარე კონსულტაცია/ მიმართე დახმარებისთვის მათემატიკის და ისტ-ის მასწავლებელს; ( პროცენტული და დიაგრამული ვიზუალისთვის)

წარმოადგინე პასუხები ცხრილის და დიაგრამის სახით;

 

                                                                                                         .                                                                                                                      

 

კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი ზეპირი დავალებისათვის

ქულები

კომენტარი

პირობასთან შესაბამისობა

 

 

იცავს დროის ლიმიტს

0 - 1

 

იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს

0 - 1

 

კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

 

 

თანამიმდევრულად აღწერს/გადმოსცემს მოქმედებებს

0 - 1

 

განსაზღვრავს მოქმედების დროსა და სივრცეს

0 - 1

 

ენობრივი უნარ-ჩვევები

 

 

იყენებს ნასწავლი დროის გამომხატველ გრამატიკულ კონსტრუქციებსა და ენობრივ ფორმებს

0 - 1

 

ადეკვატურად იყენებს ზმნის  დროის გამომხატველ ფორმებს

0 - 1

 

იყენებს ნასწავლ ლექსიკას

0 - 1

 

შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

 

 

ავლენს ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას

0 - 1

 

იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით

0 - 1

 

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა (10)

 

 

 


 

 





 

 

 





 

1.      რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს? უფრო მეტად რომელი შედეგების მიღწევით ხართ კმაყოფილი?

 

მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზრვრულ შედეგს შეისწავლეს წარსული დრო შეძლეს  ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევა.

Iუცხ.დაწყ.(II).2.

მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.

Iუცხ.დაწყ.(II).3.

საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით, ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება.

Iუცხ.დაწყ.(II).4.

ზეპირი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

გაწაფულად კითხვა.

 

სტანდარტით განსაზღვრული ტექსტების  წაკითხვა და გაგება.

 

სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

 

ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის ტექსტის დაწერა.

 

წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება.

 

თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად  სხვადასხვა ტიპის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.

მიმართულება 4. სწავლის სწავლა

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

სასწავლო საქმიანობის მართვა, სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილოება.

სათანადო სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედია რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.

2.      დაასახელეთ გაკვეთილის სუსტი და ძლიერი მხარე;

რამოდენიმე მოსწავლესთან გამოიკვეთა საჭიროება არაწესიერი ზმნების ცოდნის სიღრმისეული წვდომის.. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღეს ინდივიდუალური რეკომენდაციები ; და დამატებითი დავალებები;

3.      რა გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა?

           ა) მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე?

მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია დაინახეს საჭიროება არაწესიერი და წესიერი ზმნების შესწავლის , შემდგომ აქტივობებში აკვირდებოდნენ ზმნების გამოყენებას იხსენებდნენ კვლევის დროს ნაწარმოები კითხვებს და ზმნების ფორმირებას და შემდგომ ამბობდნენ გამართულ წინადადებებს.

           ბ) მოსწავლეთა პროდუქტულ ინტერაქციაზე?

შეძლეს ინტერაქცია თანაკლასელებთან , შექმენას როგორც კვლევის პროდუქტი ასევე შემდგომ აქტივობებში ატიურად აკონტროლებდნენ ზმნების სწორად გამოყენების ფორმებს.

4.      რა ჩანს მოსწავლეთა ნამუშევრებიდან? რა აითვისეს? რომელი უნარების განვითარება იკვეთება?

განუვითარდათ ინტრა და ინტერ პერსონალური ინტელქტი;  კომუნიკაციისა და მეტყველების უნარები; ასევე  დაიხვეწა სამუშაოს ორგანიზების ფორმა- პრეზენტაციის შესრულებისას, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის მასწავლებელთან თანამშრომლობა საინტერესო აღმოჩნდა მათთვის დაინახეს  საგნების ინტეგრირების საჭიროება.

5.      თქვენ რა გამოგივიდათ ყველაზე უკეთ? რა სტრატეგიით გამოიწვიეთ და ჩართეთ მოსწავლეები? რა სტრატეგიები გამოიყენეს ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზებზე?

აქტუალური იყო მოსწავლეებისათვის თავისუფალი არჩევნის მიცემა კვლევის შესრულების პროცესში როდესაც თავად მოიფიქრეს კითხვარი, მოსწონდათ თანაკლასელებთან ინტერაქცია და პასუხების ჩანიშვნა ასევე შთამბეჭდავი იყო მონაცემების დაჯამება და ასახვა საპრეზენტაციო პოსტერზე;

6.      შეიცვალა თუ არა გაკვეთილის სამოქმედო გეგმა მსვლელობის პროცესში? თუ შეიცვალა, რატომ?

გაკვეთილის სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა მსვლელობის პროცესში;

7.      ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში რას შეცვლიდით? როგორ გააუმჯობესებდით საკლასო გარემოს, აქტივობებს, სტრატეგიებს/მეთოდებს, ინსტრუქციებს, მოსწავლეთა დაჯგუფებებს, რესურსებს, მოსწავლეთა შეფასებას?

          ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში გავწერდი უფრო მეტ დროზე მივაწვდიდი წასაკითხ ლიტერატურულ ნაწარმოებს წარსულ დროზე რომ უფრო მეტად ჩაღრმავებოდნენ  წარსული დროის ფორმირებას, თუმცა გაკვეთილის  შეჯამების შემდეგაც მოხდა სხვადასხვა ტექსტების განხილვა წარსულ დროში;

 პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე მოსწავლეებს მოუწიათ ინდივიდუალურად ჩაეტარებინათ კვლევა მათ მიერ შექმნილი კითხვარის გმამოყენებით-  შევქმნიდით ჯფუფებს და ჩავატარებდი ჯგუფურ მუშაობას და შემდგომ ჯგუფების მიერ წარსდგენილ პრეზენტაციას დავაკვირდებოდი უფრო მეტად საკლასო გარემოში ინტერაქციას და მათ თანამშრომლობით უნარებს.

Presentation: "  Animals & plants "  19.05.21

aim of the lesson Lexicology expand - interesting topics for the age :) 











28.05.21
 Healthy Habits-მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)

შედეგების ინდექსი

ოსწავლემ უნდა შეძლოს:

 

 

Iუცხ.დაწყ.(II).2.

მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.

Iუცხ.დაწყ.(II).3.

საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით, ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება.

Iუცხ.დაწყ.(II).4.

ზეპირი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

გაკვეთილის თემა : „ Healthy habits”

აქტივობა 1:  წინარე ცოდნის გააქტიურება საშინაო დავალების შემოწმებით-

 მოსწავლეებს  დავალებად ჰქონდათ  მოდალური ზმნა „ უნდა“  და “ არ უნდა „ “must”- ის და  “ mustn’t”-ის  გამოყენებით შეევსოთ  წინადადებებში გამოტოვებული ადგილები ( სახელმძღვანელო გვ: 55 სავ M)

მოსწავლეებს წავაკითხე საშინაო დავალება  ინდივიდუალურად თითო წინადადება ჩემი ჩანიშვნის  მიხედვით- ვაწარმოებდი დაკვირვებას წინა გაკვეთილიდან გამომდინარე ახსნის დროს გამოკვეთილის სისუტეების გათვალისწინებით, ასევე დანარჩენმა მოსწავლეებმაც წაკითხეს რომლებსაც მოც.ზმნის გამოყენებაზე არ შეექმნათ პრობლემა.

აქტივობა 2 : ვთხოვე განემარტათ აღნიშნული მოდალური ზმნის მნიშვნელობა- ყველა მოსწავლე აქტიურობდა და გამოხატავდა სურვილს ჩამოეყალიბენინა წესი- შემთხ. არჩევითობის მეთოდით დავაფიქსირებინე სწორი პასუხი რის შემდეგაც    გავაცანი ახალი გაკვეთილის  თემა : „  Healthy habits” და მიზანი  გამოეყენებინათ შესწავლილი მოდალური ზმნა და დაესახელებინათ რა აქტივობების შესრულებაა საჭირო ( რა უნდა გავაკეთოთ) ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებისთვის და რა არ უნდა გავაკეთოთ. დაფაზე ჩამოვწერე  must/ mustn’t-ის შესაბამისი აქტივობები.  მოსწავლეები საერთო საკლასო გამოკითვის მეთოდით ასახელებდნენ რა პროდუქტი უნდა მივიღოთ და რა არა-რამოდენიმე მოსწავლემ  ხელის აწევით  დამატებით გამოხატა პირადი მოსაზრება  რომელი პროდუქტები მოსწონთ და იციან რა მათი გამოყენების შედეგები თუმცა აქვთ მავნე ჩვევაში.მკითხეს ასევე ჩემი აზრი და ჩამოვუყალიბე ჩემი შეხედულებაც.

აქტივობა 3: მოსწავლეებს მივეცი ინსტრუქცია სახელმძღვანელოდან წაეკითხათ სავ: A -ის მითითება გვ: 56   ( ახალი ტექსტი) და ინდივიდუალურად დაფიქრებულიყვნენ აქვთ თუ არა ჯანსაღი ცხოვრებისთვის განსაზღვრული ჩვევები.  ასევე კითხვის დროს დაკვირვებოდნენ გამოთქმებს -ტექსტი წაიკითხა ყველა მოსწავლემ და გადათარგმნა -კითხულობდნენ თითო ხაზს  მერხების განლაგების მიმდევრობით. რამოდენიმე მოსწავლეეს ჰქონდა გამოთქმის პრობლემა -ვთხოვე დაკვირვებით ამოეკითხათ სიტყვა - ასევე თანაკლასელების დახმარება გამოეყენებინათ. ინდივიდუალურად შეხვდათ უცხო სიტყვები რომელიც ამოიწერეს- ჩაიწერეს თარგმანი. ჩემი და თანაკლასელების დახმარებით. ( საერთო საკლასო მუშაობის -თარგმნის შედეგად არ დაფიქსირდა ისეთი უცხო სიტყვა რომ რომელიმე სხვა ინდივიდს არ სცოდნოდა- იგრძნობოდა თანამშრომლობითი დამოკიდებულება)

ტექსტის კითხვის დასრულების შემდეგ  ინდივიდუალურად ხელის აწევით უპასუხეს სავარჯიშოს ინსტრუქციას,თუ რამდენად ითვალისწინებდნენ ჯანსაღი ცხოვრების ჩვევებს. რის შემდეგაც   შეასრულეს სავარჯიშო  B გვ:56-ზე- რომელიც ავალებდათ ამოერჩათ  „ ჯანსაღი ცხოვრებისთვის ‘’ განსაზღვრული წინადადებები- არჩევითობის მეთოდით ამოიკითხეს წინადადებები.

აქტივობა 4: ვთხოვე ერთ მოსწავლეს სურვილისამებრ დაეკავებინა მასწავლების სკამი და  სრულად წაეკითხა ტექსტი დანარჩენ მოსწავლეებს კი მოეწმინათ თანატოლის გამოთქმებისთვის. ( სამმა მოსწავლემ გამოთქვა ტექსტის წაკითხვის სურვილი- აქაც სამიდან შემთხ-არჩ მეთოდით გაკეთდა არჩევანი)

 

მოსწავლეებს მივეცი დავალება მოემზადებინათ პოსტერი გაკვეთილის თემიდან გამომდინარე გამოეყენებინათ ნასწავლი მოდალური ზმნა და ასევე სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტიდან ამოწერილი სიტყვები- (ინდ. შემთხვევაში)  და მოცემული ტექსტი-მოეძიებინათ დამატებითი აქტივობები რომელიც განსაზღ. ჯანსაღ ცხოვრებას ან ვნებს. აღნიშნული მასალა მოეთავსებინათ ჩანაწერის სახით პორტფოლიოში, ხოლო პოსტერი საპრეზენტაციოდ წარედგინათ კლასისთვის შემდეგ გაკვეთილზე.

 

თითოეული აქტივობისთვის განკუთვნილი დრო ზუსტად მოერგო განსაზღვრულ აქტივობებს არ დამჭირდა  დროის ცვილება ან გადანაწილება სხვაგვარად.მოსწავლეებმა შეძლეს მოდალური ზმნის გამოყენებით ჩამოეყალიბებინათ და გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები-როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური რამოდენიმე მოსწავლემ აღნიშნა რომ იცის რომ გარკვეული საკვები არის საზიანო მისთვის მაგრამ ვერ ამბობს უარს ტკბილეულზე. გამოკვეთილი პრობლემა რომელიც ინდივიდუალურად შეიქმნა გამოთქმასთან დაკავშირებით საერთო საკლასო თანამშრომლობის დროს გადაიჭრდა იგრძნობოდა ერთმანეთზე ზრუნვა და  ერთმანეთისთვის სწავლების სურვილი.

შეფასება იყო განმავითარებელი ვმუშაობდით როგორც საკუთარ ასევე ურთიერთ შეფასებაზე განვითარების მიზნით და სუსტი მხარეების დაძლევაზე ( გამოთქ შესწ) ვფიქორბ თანატოლისგან მიღებულ -გაზიარებულ ცოდნას მეტი პროდუქტიულობა ჰქონდა.

 





















07.06.21 countable and uncountable nouns

გაკვეთილის რეფლექსია

 

ა/წ  7 ივნისს ჩავატარე გაკვეთილი  მეექსვსე (გ) კლასში  გაკვეთილის მიზანი დაფუძნებული იყო ეროვნულ სასწავლო გეგმაზე

 

 

მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)

Iუცხ.დაწყ.(II).2.

მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.

Iუცხ.დაწყ.(II).3.

საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით, ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება.

აქტივობა 1: გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი თვლადი  არსებითი სახელების რაოდენობის განსაზღვრა.

 გავახსენე მათ მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებში გამოყენებულ პროდუქტები -ზოგიერთი მათგანი იყო თვლადი არსებითი სახელი და ზოგიერთი უთვლადი მივუთითე მათ მიერ შექმნილ პოსტერებზე  და გამოყენებულ მრავლობითი რიცხვის წარმოებაზე.

აქტივობა2:  განვუმარტე რაოდენობის განმსაზღვრელი კითხვა“ რამდენი“-ის გამოყენების წესი როგორც თვლად ასევე  უთვლად არს.სახელებთან. მოსწავლეები ჩემი ინსტრუქციის საფუძველზე  აკეთებენ ჩანაწერს პორტფილიოში.( პორტფოლიოს აწარმოებენ ახალი მასალის ჩასაწრად ასევე შემქნილი პროდუქტების შესანახად , საჭიროების შემთხვევაში უფრო მარტივია განვილილი მასალის მოძიება)  ამის შემდეგ შეასრულეს  ჩემს მიერ მომზადებულ სავარჯიშოს ( 5 წინდადება- აირჩიეს კითხვა“ რამდენი“ თვლად და უთვლ. არს სახელებთან მიმართებაში)

  ვთხოვე გამოხატათ მოხალისეობის სურვილი და დაფაზე განთავსებულ პოსტერზე  მიეწეპებინათ სტიკერი რომელზეც წერია თვლადი ან უთვლადი არს. სახელი რომელიც შეხვდათ- შესაბამის სვეტში.ყველა მოსწავლე იყო მოტივირებული და ინდივიდუალურად მივდიოდი „ჩანთით“ რომელშიც იყო სტიკერები არსებითი სახელებით, ინდივიდუალურად მოდიოდნენ დაფაზე გამოკრულ პოსტერთან და აწეპებდნენ შესაბამის სვეტში, ორმა მოსწავლემ დაუშვა შეცდომა არს. სახელის გამოყენების დროს  განვუმარტე ინდივიდუალურად ავუხსენი თვლადი იყო თუ უთვლადი არსებითი სახელი, რის შემდგომაც შესაბამის სვეტში მოათავსეს სტიკერი. სტიკერების  ამოწურვის შემდეგ ხელახლა გავახსენე  კითხვა „ რამდენის“ გამოყენება.

განვუმარტე რომ უთვლადი არსებითი სახელების რაოდენობა შესაძელებელია განსაზრვრული იქნას დაფასოებით, ნაჭრებით  “ some”/ “ any”  და ასე შემდეგ - ვაჩვენე  გამოსახულ ფოტოებზე ვიზუალურად აღსაქმელად და ავუხსენი რომ რაოდენობის განმსაზღვრელი სიტყვის გამოყენებით უთვლად არს სახელს შესაძლოა დავუსვათ კითხვა რამდენი რომელიც განკუთვნილია თვლადი არსებითი სახელისთვის.განვუმარტე  “ some”/ “ any”   -ის გამოყენების წესები.

მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება  დაფასოებების მიხედვით... მხ/ რიცხვიდან მრ რიცხვში გადაყვანა. დაასახელეს რაოდენობა და ასევე გამოიყენეს რაოდენობის განმსაზღვრელი “ some”/ “ any“ როგორც თვლად ასევე უთვლად  არსებით სახელებთან.

საშინაო დავალებად მივეცი სახელმძღვანელოდან აღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით   მეშვიდე პარაგრაფის მესამე გაკვეთილი (გვ:58-59) მივუთითე რომ დაკვირვებით წაიკითხათ ინსტრუქციები რის შემდეგაც შეასრულებენ დავალებას რომელიც მოიცავს თვლადი და უთვლ არსებითი სახელების რაოდ გამოყენებას ასევე დიალოგების სრულყოფას რომლებშიც ხაზგასმითაა მიღებული ცოდნის გააქტიურების მიზნით პრაქტიკაში გამოყენება. გარდა სახელმძრვანელოში მოცემული დავალებებისა მოიფიქრონ  დიალოგი  მაღაზიაში / ბაზარში/ სამზარეულოში - იკითხავენ ფასს, რაოდენობას...

შევაჯამე გაკვეთილი დამხმარე კითხვებით , რამოდენიმე მოსწავლემ გამოთქვა სურვილი  გაკვეთილის ბოლოს ჩემი შეჯამების შემდეგ თავად ჩამოეყალიბებინათ ახლად მიწოდებული ცოდნის შინაარსი, ვფიქრობო ეს აქტივობა  დაეხმარათ მოსწავლეებს სიღრმისეულ წვდომაში უფრო მეტად რადგან თანაკლასელებისგან „ახსნილის“ გაგება მეტად საინტერესო და ნაყოფიერია, მათაც უჩნდებათ მოტივაცია მიღებული ცოდნის გამოყენებისა და ჩვენების.მოსაზრებების გამოხატვა ინიცირებული იყო როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლეების მხრიდან.

ვფიქრობ, შემდგომში  ერთ-ერთ ინსტრუქციად ავირჩიო მოსწავლეთა მხრიდან მასალის ახსნა თანატოლებისთვის კლასის საჭიროებიდან გამომდინარე.

 

აღნიშნული გაკვეთილი წარიმართა ჩემს მიერ გაწერილი გეგმის მიხედვით, არ დამჭირდა აქტივობების შეცვლა ,იგრძნობოდა ყველა მოსწავლის ჩართულობა , მოსწავლეები იცავდნენ საგაკვეთილო წესებს რომელთა შეხსენებაც აღნიშნულ საფეხურზე საჭროებას არ მოითხოვს მოცემული კლასისთვის. გამოყენებული რესურსები იყო ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი რამოდენიმე დავალება მარკერით მეწერა თაბახზე, თუცმა  ხილვადობა ყველა მოსწავლისათვის თანაბარი იყო, აღნიშნული საკითხი დავაზუსტე მასალის პრეზენტირების დროს, ხედავდა თუ არა ყველა მოსწავლე.

თითოეული  აქტივობის გადასვლა ერთი მეორეზე მიზნებიდან გამომდინარე სწორედ წარიმართა, ჩემს მიერ განსაზღვრულ დროში მოხდა აქტივობების განხორციელება.ინსტრუქციები თითოეული მოსწავლისთვის იყო გასაგები რაც აისახებოდა მათ ჩართულობაზე.

გაკვეთილის შეფასება ხდებოდა განმავითარებელი გზით შეცდომების დაშვების შემთხვევაში.


No comments:

Post a Comment