გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი : თამარ კეკელია
ჩატარების თარიღი:
30.01.2019 წელი
გაკვეთილის თემა / მიზანი: „My favourite part of the day“ -“ ჩემი საყვარელი დღის
ნაწილი“
მოსწავლეები შეძლებენ ყოველდღიური ქმედებების ორგანიზებას
დღის სხვადასხვა მონაკვეთში: დილას,შუადღით, საღამოს და დროის სიხშირის ზმნისზედების
გამოყენებას );
სწავლების საფეხური /კლასი: Iუცხ.დაწყ.(I).მეოთხე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 23
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
და პროფილი: კლასში არ ირიცხება განსაკუთრებული საჭიროების მქონე
მოსწავლე.
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ ინდიკატორები:
მიმართულება
1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)
Iუცხ.დაწყ.(I).1
Ø
მოსწავლე: ამოიცნობს ამბის განვითარების ეტაპებს (როგორ დაიწყო, რა მოხდა,
როგორ დამთავრდა), მოვლენათა
თანამიმდევრობას;
Iუცხ.დაწყ.(I).3.
Ø
პასუხობს ნასწავლი ტექსტის
შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებს;
მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)
Iუცხ.დაწყ.(I).5
Ø კითხულობს (შიფრავს) ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, წინადადებებს,
მცირე ზომის ტექსტებს;
Ø
ამოიცნობს
მოქმედებების თანამიმდევრობას;
Ø
ამოიცნობს მოვლენათა შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
ამოიცნობს მოქმედებათა დროსა და ადგილს.
მიმართულება 3. ინტერკულტურა
Iუცხ.დაწყ.(I).9
Ø
გუნდის
წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციებს;
მიმართულება 4.
სწავლის სწავლა
Iუცხ.დაწყ.(I).10
Ø
აფასებს სწავლის
პროცესს: ავსებს ასაკის შესაბამის შეფასების სქემებს;
საკლასო მენეჯმენტი: ინდივიდუალური/ ჯგუფური მუშაობა
სასწავლო რესურსი: კომპიუტერი, საწერი კალმები, ფანაქარი, აუდიო მასალა,
სახელმძღვვანელო, ვიდეო ჩანაწერი;
წინასწარი ცოდნა და სავარაუდო პრობლემა რომელიც შეიძლება
წარმოიქმნას: მოსწავლეები ფლობენ ასაკისთვის შესაბამის ლექსიკურ მარაგს,განვითარებული
აქვთ საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლება- სწავლის მიმართულებები/ უნარები.
შესაძლოა რამოდენიმე
მოსწავლემ არ იცოდეს ზოგიერთი ლექსიკური ერთეულის მნიშვნელობა. პრობლემის გადაჭრის გზა: ასეთი მოსწავლეები
შეძლებენ ტექსტის კონტექსტიდან სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობას, ასევე ჯგუფური მუშაობის
დროს თანაკლასელების დახმარებით სიტყვის მნიშვნელობის გაგებას.
აქტივობები და დრო: აქტივობა № 1 მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს საგაკვეთილო თემას:
„ ჩემი საყვარელი დღის ნაწილი“ და სვამს კითხვას თუ რამდენი დღის მონაკვეთია დღის განმავლობაში,
წერს დაფაზე. (დილა,შუადღე,საღამო,ღამე)
მასწავლებელი თხოვს
მოსწავლეებს დაასახელოს ის აქტივობები რომელსაც ასრულებენ აღნიშნული დღის მონაკვეთში.
დრო: 8 წუთი
აქტივობა № 2 მასწავლებელი
აჩვენებს მოსწავლეებს ვიდეოს რომელიც შექმნილია დროის სიხშირის გამომხატველი ზმნისზედების
გამოყენებით. https://www.youtube.com/watch?v=ryh0XUk3ojc
ვიდეოს პირველი ნაწილის
ყურების შემდეგ ,მოსწავლეებს უსვამს კითხვას
მათი აზრით რომელი სიტყვები იყო გამოყოფილი და რატომ?
მოსწავლეები აგრძელებენ
ვიდეოს ყურებას და ჩამოთვლილი აქტივობების სიხშირეს ასახელებენ ინდივიდუალური დღის
რუტინიდან გამომდინარე. მასწავლებელი მოსწავლეს ირჩევს მისი სახელისა და გვარის სიის
ნომრის აღებით, რომელიც წერია პატარა ფურცლებზე.
დრო -10 წუთი
აქტივობა № 3 მასწავლებელი
ასმენინებს აუდიო ჩანაწერს სახელმძღვანელოდან (გვ:8 ჩანაწერი # 44)
მოსწავლეები მოსმენის
დროს თანმიმდევრობით მიუთითებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ფოტოებზე, ხოლო შემდეგ ჯგუფში
თანხმდებიან მოქმედი გმირის დღის რომელი მონაკვეთი იყო საყვარელი აუდიო ჩანაწერის
მიხედვით. წერენ ფურცელზე და პასუხის გაცემის დროს წარადგენენ.
მოსწავლეები უსმენენ
მეორე აუდიო ჩანაწერს ( გვ:8 # 45), ინიშნავენ აუდიო ჩანაწერში წარმოთქმულ ფრაზას,
ჯგუფის წევრებთან ერთად ამოწმებენ თავიან პასუხებს.
მასწავლებელი კლვავ
იღებს მოსწავლეთა სახელისა და გვარის სიის ნომერს და მოსწავლე კითხულობს დავალებას,
კლასი ამოწმებს, და არსებული შეცდომების შემთხვევაში მიუთითებენ სწორ პასუხს.
დრო: 10 წუთი
აქტივობა № 4 მასწავლებელი
მიუთითებს მოსწავლეებს დაფაზე დაწერილ მასალაზე, და ავალებს რომ დაწერონ თითო წინადადება
დღის თითოეულ მონაკვეთზე და ქმედების სიხშირეზე ერთი წინადადება რომელსაც თითოეული
ჯგუფის წევრი ასრულებს ან არ ასრულებს ყოველდღიურად. დრო-5 წუთი.
პრეზენტაცია-5 წუთი
აქტივობის დრო: 10 წუთი
შეფასება :
მოსწავლეები ინდივიდუალურად ავსებენ თვითშეფასების ცხრილს:
საგაკვეთილო პროცესში
აქტიურად ვიყავი ჩართული 😊 ☹
დავიმახსოვრე დროის
სიხშირის გამომხატვეელი ზმნისზედები 😊 ☹
აუდიო მასალის გაგება
არ წარმოადგენდა სირთულეს 😊 ☹
აქტიურად ვთანამშრომბლობდი
თანაკლასელებთან 😊 ☹
შევძლებ დამოუკიდებლად
შევასრულო საშინაო დავალება 😊 ☹
მასწავლებელი დაწერს
დაფაზე საშინაო დავალებას :
საშინაო დავალება : მოსწავლეები დაწერენ მცირე მოცულობის მარტივ თემას : „ ჩემი დღე“ გამოიყენებენ
დროის სიხშირის გამომხატველ ზმნისზედებს .
დრო-2 წუთი
ასევე
მასწავლებელი განათავსებს დავალებას კლასის ბლოგზე- მშობლების ინფორმირებისთვის:
მასწავლებლის
შეფასება: განმავითარებელი
კომენტარი;
მასწავლებელი აჯამებს
განხილულ საკითხს, ყურადღებას ამახვილებს დაშვებულ შეცდომებზე ( არსებობის შემთხვევაში)სამუშაო
პროცესში, რომელსაც ინიშნავს.
მასწავლებლის ხელმოწერა:
/თ.კეკელია/
12.04.19 Salo Javakhishvili's birthday
. 22.05.19 Tati an Nick' birthday. Liziko' birthdayმეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო
No comments:
Post a Comment