რადგან პირველ კლასელები მშობლიურ ენასთან ერთად ეცნობოდნენ
უცხო ენას დავგეგმე გაკვეთილები მათთან ერთად სადაც შესწავლილი მასალის -ცოდნის პრაქტიკული
გამოყენება იყო ძირითადი მიზანი
იხილეთ ვიდეო და ფოტო მასალა :http://englishtk.blogspot.com/
თემის დასახელება: „ ახალი სამყარო“
– “ The new world”
თემის მიზანი:
უცხოური ენის სწავლება
დაწყებით საფეხურზე
დაწყებით საფეხურზე
უცხოური ენის სწავლების აღმზრდელობითი მიზანია მოზარდის მომზადება მომდევნო - საბაზო საფეხურზე წარმატებული
სწავლისათვის. ამისათვის მან უნდა უზრუნველყოს:
·
მოზარდის გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის ამოქმედება და განვითარება (აღქმა, მეხსიერება, ფანტაზია, წარმოსახვა, მრავალგვარი აზროვნება და
სხვა);
·
დადებითი დამოკიდებულებების
ჩამოყალიბება საკუთარი თავის, სხვების, სწავლის, საგნის, უცხო სამყაროს მიმართ;
·
სასიცოცხლო უნარ-ჩვევების
განვითარება, რომელთაგან სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია ნებისყოფა, ყურადღების მობილიზება,
წესების დაცვა და პატივისცემა, სასწავლო ნივთების/საქმიანობის
მოწესრიგება, თანამშრომლობა (მუშაობა წყვილად, გუნდურად, ურთიერთდახმარება), შემოქმედებითობა.
რაც შეეხება
უცხოური ენების სწავლების საგანმანათლებლო მიზანს, სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტული
ადგილი უჭირავს უცხოურ ენაზე ზეპირმეტყველებასა (მოსმენა-ლაპარაკი) და განსხვავებული
ენობრივი და კულტურული სამყაროს აღმოჩენას.
დაწყებით საფეხურზე სწავლების
მთავარი ამოცანაა მოსწავლის ინტერესის სტიმულირება, მოტივაციის გაძლიერება: მოზარდებმა
უნდა შეიყვარონ ენის სწავლის პროცესი და თვით უცხოური ენა და კულტურა. სწავლის პროცესში
წარუმატებლობის, მარცხის განცდა უნდა გამოირიცხოს. ამისათვის სწავლების მეთოდიკამ უნდა
გაითვალისწინოს მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებები და გამოიყენოს სწავლების
შესატყვისი ხერხები.
განხორციელების დროის ჩარჩო: მიმდინარე სასწავლო წელი -სექტემბერი/მაისი
წინარე ცოდნა:ყოველ გაკვეთილზე შესწავლილი მასალის პრაქტიკაში ტრანსფერი ნაბიჯ -ნაბიჯ
ცოდნის აგება(სკაფოლდინგი)
სპეციალური საჭიროების მოსწავლეები: კლასში არ
არის სსსმ -მოსწავლე, თუმცა ყველა მოსწავლესთან
ვმუშაობდი ინდივიდუალურად მათი საჭროებებიდან გამომდინარე (ინდ.მითითებები)
რესურსები: წიგნი,რვეული, სამუშაო რვეული, დაფა ,ცარცი, საჩვენებელი ბარათები მოსწავლეთა
მიერ შექმნილი პორტფოლიო.
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები -ეროვნული სასწავლო გეგმა
:
I დონე (დ
I)
უცხოური ენა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
|
კითხვა
|
წერა
|
უცხ.დ.I.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება.
უცხ.დ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების
გაგება.
უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული
ხასიათის ტექსტების გაგება.
უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების
გამოყენება.
|
უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული
ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე)
ამოცნობა.
უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
|
უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა.
|
ლაპარაკი
|
კულტურათა დიალოგი
|
სწავლის სწავლა
|
უცხ.დ.I.8. მოსწავლეს
გამომუშავებული აქვს
ელემენტარული
ფონოლოგიური
უნარ-ჩვევები.
უცხ.დ.I.9. მოსწავლეს
შეუძლია უცხოური ენის
ბგერების, ჟღერადობების,
ინტონაციების აღქმა, მიბაძვა
გამეორება.
უცხ.დ.I.10. მოსწავლეს
შეუძლია მარტივ
ინტერაქციაში მონაწილეობის
მიღება.
|
უცხ.დ.I.11. მოსწავლეს
შეუძლია
ინფორმაციის
ამოცნობა კულტურის
სფეროდან, უცხო და
მშობლიური
სოციოკულტურული
გარემოს შედარება.
|
უცხ.დ.I.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
|
სასწავლო წლის
ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულება: მოსმენა
უცხ.დ.I.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის
მითითებების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
სათანადოდ რეაგირებს
მასწავლებლის მითითებებზე (ადექი, დაჯექი, მოდი
დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა).
უცხ.დ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული
მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
·
რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
·
ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს
ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
·
ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს და მათზე დაყრდნობით
რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.
უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული
ხასიათის ტექსტების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს,
საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით
განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე;
·
ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი
ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს
მას;
·
ამოიცნობს კონკრეტულ
მოქმედებებს და განასახიერებს, ან მიუთითებს მათ სურათზე (თამაშობს, ხატავს, დახტის და სხვა).
მოსმენის სტრატეგიები
უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების
დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია,
ილუსტრაცია).
მიმართულება: კითხვა
უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად
გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის[1] პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს საკუთარ
და თანაკლასელების სახელებს;
·
ამოიცნობს ზეპირმეტყველებაში
შესწავლილ და ხშირად გამოყენებულ სიტყვებს;
·
სიტყვათა ჩამონათვალში,
ნასწავლ ტექსტში პოულობს წინასწარ მითითებულ ნაცნობ სიტყვებს.
უცხ.დ.I.6. მოსწავლეს
შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასხვავებს ნაბეჭდ და ნაწერ ასოებს;
·
ასხვავებს მთავრულ და არამთავრულ
ნაბეჭდ ასოებს;
·
აკავშირებს ნაბეჭდ ასოებს შესაბამის ნაწერ ასოებთან;
·
დამახსოვრებულ სიტყვებში
ამოიცნობს ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს მათ შესაბამის ბგერებთან;
·
ადარებს ერთმანეთს
სიტყვის შემადგენელი ასოებისა და ბგერების რაოდენობას და გამოაქვს სათანადო დასკვნა
(მაგ., მეტი ასოა და ნაკლები ბგერა იმიტომ, რომ ერთი ასო არ იკითხება, ან ორი ასო
ერთ ბგერად გამოითქმის);
·
დამახსოვრებულ სიტყვებზე
დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს, ამოიცნობს მათში ანალოგიურ ასოებს/ასოთშენაერთებს
და აკავშირებს შესაბამის ბგერებთან;
·
შიფრავს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.
მიმართულება: წერა
უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების,
სიტყვების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა
ნაწილებს (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი,
რკალი; საით მრგვალდება რკალი; რამდენი რკალია და ა.შ.);
·
ხელის სწორი მოძრაობით
გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას;
·
ხელის სწორი მოძრაობით რვეულში
გამოწერს ანბანის მთავრულ და არამთავრულ ასოებს;
·
იცავს ბადეში ასოს ჩაწერის წესებს (სტრიქონზე განლაგება,
ზომა და მოხაზვის მიმართულება);
·
ნაწერიდან
ან ნაბეჭდი წყაროდან გადმოწერს იმ სიტყვებს, რომელთა ასო-ბგერების ურთიერთშესაბამისობაც შესწავლილი
აქვს.
მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.დ.I.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს
ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს უცხოური ენისათვის
დამახასიათებელ ბგერებს;
·
სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს
აერთიანებს სიტყვებად;
·
ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის
სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
·
მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ
სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც მოიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/მარცვალს;
·
მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს
შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან
სიტყვას - ერთი რკალით, ორმარცვლიანს - ორი რკალით და ა.შ.);
·
ამოიცნობს სიტყვაში მითითებული
მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში,
ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ.,
სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის
რკალს);
·
მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს
სიტყვებს;
·
მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ
სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც იწყება წინასწარ მითითებული ბგერით;
·
ერთმარცვლიან სიტყვას შლის ბგერებად,
ბგერებს აერთიანებს სიტყვად.
უცხ.დ.I.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების,
ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ზეპირად
კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
·
ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
·
იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ
ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
·
ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის
ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს.
უცხ.დ.I.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
თითო სიტყვით
პასუხობს მარტივ კითხვებს ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (მაგ., ეს ბურთი რა ფერისაა? – წითელი; სად არის
მანქანა? – მიუთითებს შესაბამის ნახატს).
მიმართულება: კულტურათა
დიალოგი
უცხ.დ.I.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო
და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება და ამოიცნობს
სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის,
სოციო-კულტურის რეალიებს (ილუსტრაციებში
ასახული ზღაპრის, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებს, დროშას და სხვა);
·
პოულობს
სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (საკუთარ სახელებს, ბგერებს და სხვა).
მიმართულება: სწავლის
სწავლა
უცხ.დ.I.12.
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- უვლის და აწესრიგებს სასწავლო
ნივთებს;
- მოაქვს საჭირო ნივთები;
- ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
- ცდილობს, დაიცვას დროის
ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული
სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ცდილობს დასმული ამოცანების
გადაჭრას;
- ქმნის რესურსებს და იყენებს
მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, ნახატს, კოლოფს
და სხვა).
No comments:
Post a Comment